Publishers & Broadcasters Content Marketing Teams PR & Comms Teams Risk & Intelligence Teams Journalists & News Professionals Media Monitoring Pricing

All journalism jobs

ვების ჟურნალისტი

BMG

Full time Georgian
Posted
⁦02 Nov 2026⁩
Closes
⁦15 Nov 2026⁩
Employer
BMG

Job description

ვების ჟურნალისტი

ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

დასახელება: ვების ჟურნალისტი

მომწოდებელი: BMG

გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი

შპს ბი ემ ჯი On.ge-ის მიმართულებით გუნდი ეძებს კრეატიულ ვების ჟურნალისტს.

თუ თვალს ადევნებ ტრენდებს და გინდა, შენი იდეები საინტერესო კონტენტად აქციო, შეგვეხმიანე. ჩვენთვის მთავარი შენი ენთუზიაზმი და განვითარების სურვილია. თუ 17-წლიანი გამოცდილება ჯერ არ გაქვს და არც ის იცი, საკუთარ თავს 5 წელიწადში სად ხედავ, ესე იგი, სწორედ შენ გეძებთ!

გაგვაგებინე, თუ:

** კარგად გამოგდის ამბის თხრობა, მუდმივად ეძებ საინტერესო ისტორიებს და იცი, ეს ყველაფერი როგორ მიიტანო მკითხველამდე მარტივი და გასაგები ენით;

** თავისუფლად შეგიძლია ინგლისურენოვანი წყაროების დამუშავება, თარგმნა და ქართულ კონტექსტზე მორგება;

** შენთვის უცხო არ არის Facebook-ის, Instagram-ის თუ სხვა პლატფორმების სპეციფიკა;

** კარგი იუმორითა და ენაკვიმატობით გამოირჩევი.

რას ველით შენგან:

** ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიების ინგლისური ენიდან თარგმნას/ადაპტირებას;

** ქართველ მწერლებთან, მუსიკოსებთან და სხვა საინტერესო რესპონდენტებთან ინტერვიუების ჩაწერას;

** სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok) ადაპტირებული მულტიმედია კონტენტის შექმნას;

** მიმდინარე ტრენდებზე ორიგინალური, საავტორო კონტენტის მომზადებას (ქვიზი, კროსვორდი, ჩამონათვალის ტიპის სტატია);

** საავტორო ანალიტიკური სტატიების წერას;

** მოკლე ვიდეოებში მონაწილეობას (კამერასთან მუშაობას).

სამუშაო განაკვეთი: სრული

შეავსე აპლიკაცია ამ ბმულზე. დავუკავშირდებით მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

აპლიკაციის დედლაინი: 15 ნოემბერი

ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია